სიმონე ინძაგი: „პირველი მატჩის შედეგი ჩვენზე ნეგატიურად აისახება“

0
30

მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ლივერპულთან“ სტუმრად გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ ძალიან მოტივირებულია. ამის შესახებ იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ შინ პირველ შეხვედრაში 0:2 დამარცხდა.
„პირველი მატჩის შედეგი ჩვენზე ნეგატიურად აისახება. საუცხოოდ ვითამაშეთ, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის ძალიან მკაცრი იყო. რთული თამაშსი გველოდება, მაგრამ ძალიან მოტივირებულნი ვართ. ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება და მნიშვნელოვანია, რომ გოლი პირველ ტაიმში გავიტანოთ.
მომავალი თამაშისთვის სამი დღე ვემზადებოდით და ბიჭები კონცენტრირებულნი არიან. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ და „ბაიერნის“ დონისაა.
„ინტერი“ უკვე დიდი ხანია ტურნირის ამ სტადიაზე არ ყოფილა და როდესაც ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ, ვიცოდით, რომ ტოპ-გუნდს შევხდებოდით. პირველ მატჩში რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და ხვალ იმავეს ვაპირებთ“ = ციტირებს ინძაგის უეფას ვებგვერდი.