ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ლიდერობს – ქართველის მეოთხე მატჩი შეუცვლელად

0
3

„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს სამხრეთ კორეაში ახალ სეზონში კარგი სტარტი აიღო. მე-4 ტურში ულსანელები სტუმრად „ჩონბუკს“ შეხვდნენ და ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს. ყაზაიშვილის გუნდმა ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გაიტანა და თავი ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლეონარდომ გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე წელს ოთხივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.
„ულსანმა“ 10 ქულა დააგროვა და 12-გუნდიან K ლიგა 1-ს ლიდერობს.