კვეკვესკირისა და გვილიას დაპირისპირება არ შედგა

0
4

პოზნანის “ლეხი”, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში შინ “რაკუვთან” დამარცხდა, სადაც ვაკო გვილია ირიცხება.
პოზნანელები “რაკუვს” შინ დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის განახლებიდან 5 წუთში ივი ლოპესმა მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 82-ე წუთზე შევიდა, ხოლო გვილია განაცხადში არ იყო. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში სეზონის განახლების შემდეგ გვილიამ მხოლოდ ერთხელ ითამაშა, არადა, პირველ ეტაპზე 13 მატჩი ჩაატარა.
“რაკუვმა” გამარჯვების შემდეგ 48 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “ლეხმა”, რომელსაც ამდენივე ქულა აქვს ლიდერობა დაკარგა და მე-3 პოზიციაზეა.