გუგეშაშვილს სასტარტოში ადგილი ისევ ანდეს

0
4

უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში ფრანგულ „მარსელთან“ ჩატარებული არცთუ წარმატებული მატჩების შემდეგ, ლუკა გუგეშაშვილის აგდამის „ყარაბაღის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მაინც ანდეს.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში აგდამელებმა შინ „გაბალა“ 5:1 გაანადგურეს. სტუმრებმა ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-40 წუთზე პენალტიდან გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, შესვენების შემდეგ „ყარაბაღის“ ფეხბურთელებმა მეტოქის კარი კიდევ 4-ჯერ აიღეს.
გუგეშაშვილმა, რომელიც „ყარაბაღში“ პოლონეთის „იაგიელონიამ“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა, აზერბაიჯანის ჩემპიონატში 2-ჯერ ითამაშა და ამდენჯერვე გუნდის ღირსება კონფერენს ლიგაში დაიცვა. „ყარაბაღი“ 40 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
ბელგიის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ლუევენი“ „ეუპენს“ ეწვია და 1:3 წააგო. დამარცხებულთა რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ლევან შენგელიამ 75-ე წუთიდან ითამაშა. „ლუევენი“ 37 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.