გოგა ბითაძის 20 ქულა და არცერთი აცდენილი ტყორცნა

0
17

გოგა ბითაძის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში. “ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა პირადსარეკორდო – 20 ქულა მიითვალა, თან ისე, რომ ყველა სროლა ჩააგდო.
“ინდიანა” “ვაშინგტონ ვიზარდს” მასპინძლობდა და შეხვედრა 123:133 დათმო. ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 20 ქულას ქართველმა ცენტრმა 6 მოხსნაც მოაყოლა.
“ინდიანაში” გოგაზე მეტი მალკოლმ ბროგდონმა ჩააგდო – 27 ქულა. ყველაზე შედეგიანად კი ტაირის ჰალიბარტონი დასახელდა – 15 ქულა, 11 პასი, 7 მოხსნა. “ინდიანას” 22 მოგების წილ 44 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგი მატჩი ინდიანელებს 9 მარტს, შინ “კლივლენდთან” ელის.