მიქაუტაძის გუნდი ქვედა ლიგისკენ მიექანება

0
4

გიორგი მიქაუტაძის „სერენის“ საქმე ბელგიის ჩემპიონატში ცუდად მიდის და თუ ასე გაგრძელდა დიდი შანსია გუნდი ისევ რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდეს. 30-ე ტურში „სერენი“ შინ სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „ბრიუგეს“ დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 41-ე წუთზე როდესაც ანგარიში 2:0 იყო სტუმრების სასარგებლოდ „სერენს“ ფეხბურთელი გაუძევეს. ამ ეპიზოდიდან ოთხ წუთში მასპინძლების მოთამაშემ ბურთი თავის კარში გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 გოლია, თუმცა ზედიზედ 15 თამაშია მიქაუტაძეს მეტოქის კარი არ აუღია.