17-წლამდელები მალტასთან სპარინგში დამარცხდნენ

0
13

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, მალტაზე, ტა ქალის “ცენტენარი სთედიუმზე” პირველი ამხანაგური მატჩი ადგილობრივ თანატოლებთან გამართა და 1:3 დამარცხდა.
ქართველი 17-წლამდელებიდნა ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ ნინიძეს მიერ შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.
მალტასთან მეორე ტესტ-მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 8 მარტს, თბილისის დროით ისევ 14:00 საათზე გამართავს.
მალტა – საქართველო 3:1 (1:0)
6 მარტი. ტა ქალი. „ცენტენარი სთედიუმი“.

საქართველო: კოპალიანი, გოგიჩაიშვილი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ტაბატაძე (კ), ბასილაძე, პარკაძე, ალიბეგაშვილი, ლორთქიფანიძე, ციკოლია, რობაქიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.
გოლები: 1:0 გატი (4), 1:1 პარკაძე (68), 2:1 კარვანა (77), 3:1 ატარდი (83).
მთავარი მსაჯი: ალექს ჯონსონი.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება, რომლის მატჩებიც 23, 26 და 29 მარტს შოტლანდიაში გაიმართება.
23 მარტი | გერმანია V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | ჩეხეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V შოტლანდია | ელიტ რაუნდი