ზივზივაძე შეუჩერებელია – 4 გოლი სამ მატჩში

0
17

ბუდუ ზივზივაძეს „უიპეშტში“ გადასვლა აშკარად წაადგა. ქართველმა თავდამსხმელმა ახალ გუნდში მესამე მატჩი ჩაატარა და მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.
უნგრეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „უიპეშტმა“ „პუშკაშ აკადემია“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები მარცხდებობდნენ, ანგარიში გაათანაბრა – ბურთი მეტოქის საჯარიმოს წინ მიიღო, ერთი მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა. უიპეშტელებიდან მეორე გოლი 72-ე წუთზე პაულიევიჩმა ზივზივაძის პასით გაიტანა. „უიპეშტის“ კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი გიორგი ბერიძე განაცხადში არ იყო. „ფეჰერვარიდან“ „უიპეშტში“ ზამთარში განათხოვრებულმა ზივზივაძემ უკვე 4 გოლი მიითვალა. საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 ბურთია. განვლილ სამ მატჩში რაც ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტმა“ ითამაშა, მისმა გუნდმა სამივე მოიგო. „უიპეშტმა“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 27 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.