ქვილითაიას გაცუდებული პენალტი – ოქრიაშვილი და დაუშვილის განაცხადს მიღმა

0
10

აპოელმა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში ნიქოზიელებმა „არისი“ მიიღეეს და მხოლოდ ქულა აიღეს, არადა, სამი ქულის მოპოვების რეალური შანში ჰქონდათ.
თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-17 წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი განაცხადში არ იყვნენ. ქვილითაია 10 გოლით და 6 საგოლე პასით კვიპროსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
დაუშვილს კოჭის ტრავმა აწუხებს და საოპერაციო. ამიტომ, მიმდინარე სეზონში ის ვერ ითამაშებს.
მასპინძლები 25-ე წუთზე ნდონგალამ დააწინაურა, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 88-ე წუთზე გაიტანეს. აპოელი 40 ქულით საჩემპიონი ექვსეულში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „აპოლონს“ 6 ქულით ჩამორჩება.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში „ზირემ“ „სუმგაითი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ვოლკომა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა და 44-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მას წელს ჯერ გოლი არ გაუტანია.