17-წლამდელები მალტაზე გაემგზავრნენ

0
4

საქართველოს 17 წლამდე და 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებს, 6 და 8 მარტს რუსთავის აკადემიის მოედანზე მალტელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩები უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ლოჯისტიკური პრობლემების გამო, მეტოქე ქვეყნის ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო.
თუმცა, 17-წლამდელები, რომლებსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მოსამზადებელ მატჩებს მაინც ითამაშებენ და მალტას სტუმრის სტატუსით, ისევ 6 და 8 მარტს კუნძულოვანი სახელმწიფოს დაბა სალინაში დაუპირისპირდებიან.
მალტასთან მატჩებში, 17-წლამდელებს ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი გაბრიელ სიგუა და 35-ე სკოლის შემტევი გიორგი პარკინაშვილი ვერ დაეხმარებიან. მოახლოებული შეხვედრებისთვის, გიორგი ჩიტაურმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).
მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), გიორგი მაღრაძე (საბურთალო), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო).
ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა გადილია (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), დავით გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), გიორგი რობაქიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო ბათუმი).
თავდამსხმელები: გიორგი ფარცვანია (35-ე სკოლა), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი).