მამარდაშვილი – პირველი ქართველი ესპანეთის თასის ფინალში

0
12

გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს. “ვალენსია”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გამოდის, თასის 1/2-ფინალში პირველი მატჩი სტუმრად ბილბაოს “ატლეტიკთან” 1:1 დაასრულა, ხოლო საპასუხო დაპირისპირებაში შინ 1:0 დაამარცხა. “მესტალიაზე” გამართულ თამაშში ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე პორტუგალიელმა გარემარბმა გონსალო გედეშმა გაიტანა. მამარდაშვილმა ბილბაოში ჩატარებული შეხვედრის მსგავსად, ვალენსიაშიც შეუცვლელად ითამაშა. “ვალენსიამ” ბოლო ფინალში 2018-2019 წლების სეზონში ითამაშა და “ბარსელონას” 2:1 აჯობა.
ფინალში “ვალენსიას” მეტოქე “რაიო ვალეკანოსა” და “ბეტისის” შორის გამარჯვებული იქნება.
მატჩის შემდეგ გულშემატკივრები “ვალენსიას” ფეხბურთელებს სტადიონის ფარგლებს გარეთ დიდი ოვაციით შეეგებდნენ და მამარდაშვილის გვარსაც სკანდირებდნენ.