ჩაკვეტაძის პირველი სასტარტო და საგოლე პასი

0
4

გიორგი ჩაკვეტაძემ “ჰამბურგის” სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და საგოლე პასით გამოირჩა. გერმანიის თასის 1/4-ფინალში “ჰამბურგმა” “კარლსრუეს” უმასპინძლა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
მასპინძლები მე-40 წუთზე ჰაისემ დააწინაურა, ხოლო 10 წუთში ჰოფმანმა “ჰამბურგსს” კიდევ ერთი გოლი გაუტანა. 52-ე წუთზე, ჩაკვეტაძემ ბურთი მარცხენა ფლანგზე მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, ერთ მცველს გაცდა და შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც მდგომმა გლატცელმა თავით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 59-ე წუთზე შეცვალეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გლატცელმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პენალტების სერიაში “ჰამბურგმა” 3:2 გაიმარჯვა.
ჩაკვეტაძემ თამაშის შემდეგ სოლიდარობა უკრაინას გამოუცხადა, რომელიც რუსი აგრესორისგან თავს იცავს.