18-წლამდელებმა უნგრელებთან მეორე სპარინგი ფრედ დაასრულეს

0
4

საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლასა ფირცხალაისვილი წვრთნის, დღეს უნგრეთის წინააღმდეგ დებრეცენში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.
შეხვედრის 65-ე წუთზე, მსაჯმა ნაკრების კაპიტანი მუხრან ბაგრატიონი მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო მოედნიდან გააძევა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ 18-წლამდელებს, 72-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი შეექმნათ, თუმცა ლუკა წულუკიძის მიერ დარტყმული მოწინააღმდეგეს შეეხო და კარს მცირე მანძილით ასცდა.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელებმა 1 მარტს უნგრეთს მინიმალური სხვაობით – 1:0 სძლიეს, სადაც გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანიდან მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა.
უნგრეთი – საქართველო 0:0
3 მარტი. დებრეცენი. სტადიონი „ნადერდეი“.

საქართველო: მაქაცარია, გონგაძე, პირტახია, მორჩილაძე (ბართია, 45), ხიზანიშვილი, ლაცაბიძე, დათუაშვილი, ბაგრატიონი, წულუკიძე (ხაბურძანია, 74)ს, ქართველიშვილი (ღურწკაია, 45, ნოზაძე, 74), ხაბულიანი (გოცირიძე, 59).
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი.
გაფრთხილება: დათუაშვილი (63), ბაგრატიონი (65), ხიზანიშვილი (70), ბართია (73), ლენარტი (73), ხაბურძანია (75), კიში (85).
ფირცხალაიშვილის გუნდი, მომდევნო მატჩებს პორტუგალიის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე გამართავს, მატჩები 25, 27 და 29 მარტს ჩატარდება.
U18 | მარტის განრიგი
25 მარტი | პორტუგალია V საქართველო
27 მარტი | საქართველო V სლოვაკეთი
29 მარტი | საქართველო V  ჩრდ. მაკედონია