ვარდი პრემიერ ლიგაში ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირია

0
11

ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში „ლესტერმა“ სტუმრად „ბარნლი“ 2:0 დაამარცხა. 82-ე წუთზე ანგარიში მედისონმა გახსნა, ხოლო 90-ეზე თავი ჯეიმი ვარდიმ გამოიჩინა.
ვარდიმ, რომელიც ამჟამად 35 წლისაა, პრემიერ ლიგაში 94 გოლი მას მერე გაიტანა, რაც 30 წლის გახდა. მან იან რაიტის („არსენალის“ და „ვესტ ჰემის“ ექსფორვარდი) რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 93-ჯერ პრემიერ ლიგასი თავი მას შემდეგ გამოიჩინა, რაც 30 წელს გადააბიჯა.
პრემიერ ლიგის ასაკოვან ბომბარდირებში მე-3 ადგილი „ნიუკასლის“ ყოფილ თავდამსხმელ ალან შირერს უკავია – 84 გოლი.
ვარდიმ მიმდინარე სეზონში „ლესტერის“ მაისურით ინგლისის ჩემპიონატსი 17-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.