კაშია და კანკავა სლოვაკეთის თასის 1/4-ფინალში ითამაშებენ

0
7

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გამოდიან, სლოვაკეთი თასის 1/4-ფინალში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „რუჟემბეროკს“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლებს 37-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, ხოლო პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში 62-ე წუთზე გრინმა გახსნა, ხოლო 79-ე წუთზე „სლოვანის“ მოთამაშე დი მარკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითლად „გადაიქცა“. 87-ე წუთზე გრინმა დუბლი მიითვალა და თავის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუნაღდა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და კანკავამ 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“, რომელშიც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან, უნგრეთის თასის 1/2-ფინალშია. ბუდაპეშტელებმა 1/4-ფინალში სტუმრად „ჰონვედს“ 1:0 აჯობეს. საქართველოს ნაკრების მცველი დვალი თადარიგში იყო და არ უთამაშია.
პოლონეთის თასის 1/2-ფინალში ითამაშებს ვაკო გვილიას „რაკუვი“, რომელმაც 1/4-ფინალში გასვლაზე „არკას“ 2:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში ვერ მოხვდა.