“გარეჯმა” ფრანგი ფორვარდი დაიმატა

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე “გარეჯში” 32 წლის ფრანგი თავდამსხმელი გი კასა გნაბუიუ დაიცავს.
მას 2009 წელს საფრანგეთის 21- წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ხოლო 2010 წელს საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა “მარსელის” შემადგენლობაში.
“მარსელის”  გარდა გნაბუიუ ბერძნულ “ირაკლისში” და სხვა ევროპულ გუნდებში გამოდიოდა.
დღეს, “გარეჯმა” კახი გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობითახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და თავის მოედანზე ზუგდიდის “დინამოს” ვერ აჯობა – 1:1.