დავითაშვილი რუსეთის თასს გამოეთიშა

0
6

ტულას „არსენალი“, სადაც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, რუსეთის თასს გამოეთიშა. 1/8-ფინალში ტულელები სტუმრად რუსეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე ვლადიკავკაზის „ალანიას“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გაიტანეს. დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, 26 თებერვალს, როდესაც რუსეთის პრემიერ ლიგა განახლდა „არსენალმა“ გასვლაზე „სოჩისთან“ 0:2 წააგო. დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 17-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.