ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატი გოლით დაიწყო

0
13

ტალინის “ლევადიას” შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატი გოლით დაიწყო. პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი “ლევადია” შინ “ტალინს” შეხვდა და 5:1 გაანადგურა. ბეგლარიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა. ქართველი ფეხბურთელი 71-ე წუთზე შეცვალეს. გასულ კვირაში ბეგლარიშვილმა “ლევადიასთან” ერთად ესტონეთის სუპერთასი მოიგო.
31 წლის მოთამაშემ შარშან „ლევადიაში“ პირველი სეზონი ჩაატარა და 32 მატჩში 24 გოლის გატანის გარდა, 18 საგოლე პასი გააკეთა. მან თავის სადებიუტო სეზონში „ლევადიასთან“ ერთად ოქროს მედლები და ესტონეთის თასი მოიპოვა.