ფიბა-მ რუსეთის გუნდები და პერსონალი ყველა ტურნირს ჩამოაშორა

0
8

საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციამ (ფიბა) ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც რუსულ გუნდებს და ოფიციალურ პირებს ეკრძალებათ ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა. გთავაზობთ განცხადებას:
ფიბა ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენებით და ღრმა თანაგრძნობას გამოთქვამს დაზარალებულთა მიმართ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს რეზოლუციისა და მისი მიზეზების შესაბამისად, ფიბა-მ დღეს გამოაცხადა, რომ რუსეთის გუნდებს და ოფიციალურ პირებს არ ექნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ საკალათბურთო და 3×3 კალათბურთის შეჯიბრებებში შემდგომ გაფრთხილებამდე.
ყოველ მომდევნო გადაწყვეტილებას, რომლებიც მიღებული იქნება ფიბა-ს 25 მარტის ცენტრალური საბჭოს სხდომაზე, ასევე ფიბა-ს ევროპის ზონის ორგანოების მიერ უახლოესი დღეების განმავლობაში, ფიბა დაუყოვნებლივ გაგაცნობთ.
ფიბა მკაცრად გმობს ძალადობას და იმედოვნებს, რომ მშვიდობა მალე დაისადგურებს.