თბილისის “დინამო” ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნით პეტიციას უერთდება

0
10
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეების ინიციატივით სპეციალური პეტიცია შეიქმნა. დინამო თბილისი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნით პეტიციას უერთდება და კლუბის სახელით, პრეზიდენტი რომან ფიფია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით პეტიციას დინამო თბილისიც უერთდება. ასეთ რთულ მომენტში, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ამ ინიციატივის შესაძლებლობად ქცევა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშვნა, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია” – რომან ფიფია, დინამო თბილისის პრეზიდენტი.
პეტიციაზე ხელმოწერა მოაქალაქეებს შესაბამის ბმულზე შეუძლიათ: https://bit.ly/35d70p4