რუსეთი ფიფა-დან მოკვეთეს

0
10

FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს თავიანთ ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.
მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებსა და კლუბებს ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირსა და მატჩებში მონაწილეობის უფლება აეკრძალათ.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო მიიღეს. FIFA-მ და UEFA-მ აგრეთვე სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება.