ყაზაიშვილის გამარჯვების გოლი და მეორე გაცუდებული პენალტი

0
12
울산문수축구경기장/ K리그1/ 울산현대축구단 vs 수원FC/ 울산 바코 득점/ 골 세레머니/ 사진 김정수

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. „ულსანი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მეორე სეზონს ატარებს შინ „სუვონს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 52-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა. მან თერთმეტმეტრიანი წინა ტურშიც გააცუდა. თუმცა, 67-ე წუთზე ვაკომ შეცდომა გამოსწორა, როდესაც თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ კარში თავით დარტყმა სცადა, მაგრამ ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და ისევ ქართველს მიუვიდა, რომელმაც ფეხით გაიტანა. „ულსანმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 7 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.