ფირცხალაიშვილმა 18-წლამდელებში გამარჯვებით დაიწყო

0
7

საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლაშა ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა და უნგრეთში ადგილობრივ თანატოლებთან მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
მატჩის დაწყებამდე, 18-წლამდე ვაჟთა ნაკრების წევრებმა, გუნდური ფოტოს გადაღებისას სიმბოლურად უკრაინის და საქართველოს დროშები გაშალეს, რითიც მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატეს.
სპარინგის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 62-ე წუთზე ქართველების კონტრშეტევის დროს, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი გიორგი ხაბულიანმა უნგრელი მცველი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც მუხრან ბაგრატიონმა გამოიყენა.
84-ე წუთზე, რეფერიმ მიიჩნია, რომ რომა მორჩილაძე თავის საჯარიმოში მასპინძელ ფეხბურთელს უხეშად ეთამაშა და თერთმეტმეტრიანი დადო, რომლის შესარულებლად ნორბერტ კიში მივიდა, მაგრამ პაპუნა ბერუაშვილმა ბურთი მოიგერია.
ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი მეორე ამხანაგურ შეხვედრას უნგრელებთან 3 მარტს ჩაატარებს.
საქართველო – უნგრეთი 0:1 (0:0)
1 მარტი. ბალმაზუივაროში. „ვაროში სპორტპალია“.
საქართველო:  ბერუშვილი, ღონღაძე, პირტახია, მორჩილაძე, ხაბურძანია (ჯაჭვლიანი, 70), ბაგრატიონი (კ), ღურწკაია (დათუაშვილი, 63), წულუკიძე (ხიზანიშვილი, 70), ლაცაბიძე, გოცირიძე (დვალიშვილი, 79), ბართია ( ხაბულიანი, 63).
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი.
გოლი: 0:1 ბაგრატიონი (62, პენ.).
გაფრთხილება: პირტახია (57), ტარკსონი (57), ხაბულიანი (68).
84-ე წუთზე კიშმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე).