„ლიდსს“ ჯესი მარში გაწვრთნის

0
10

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ლიდსის“ მთავარი მწვრთნელი ამერიკელი სპეციალისტი ჯერის მარში გახდა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 48 წლის სპეციალისტმა ლიდსელებთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი პირველ შეხვედრას შაბათს „ლესტერთან“ ჩაატარებს.
ის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კანადის „მონრეალა იმპაქტში“, ამერიკულ „ნიუ იორკ რედ ბულზში“, ავსტრიის „ზალცბურგში“ და გერმანულ „ლაიფციგში“ მუშაობდა. მან “ზალცბურგს” 2-კერ ავსტრიის ჩემპიონატი და ამდენჯერვე თასი მოაგებინა. ის 2015 წელს ჩრდილოეთ ამერიკის MLS-ში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.