ლევან კორღალიძე: “სასიამოვნოა, როდესაც ჩემპიონატს 3 ქულით იწყებ”

0
19

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის “საბურთალომ” პირველი სამი ქულა მოიპოვა. დედაქალაქურმა გუნდმა წყალტუბოს “სამგურალი” 2:1 დაამარცხა, თუმცა თავდაპირველად მდევრის როლში იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, ლევან კორღალიძემ კომენტარი გააკეთა:
“პირველი ტური იყო და თავისებური მღელვარება ეტყობოდა გუნდს. არ გამოგვივიდა პირველი ნახევარი კარგი, მაგრამ მეორე ტაიმში კორექტივები შევიტანეთ, მოვუმატეთ თამაშის ტემპს და საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ. სასიამოვნოა, როდესაც ჩემპიონატს 3 ქულით იწყებ. ვულოცავ ჩემს მაგარ ბიჭებს მოგებას”.