„ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა თასის ბოლო ნახევარფინალისტია

0
10

8 თებერვალს, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში  ქალთა შორის, საქართველოს თასის 2021 წლის გათამაშების გადადებული მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. „ნორჩი დინამო”, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთს” დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
თამაშის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. მას შემდეგ, რაც მატჩის ძირითადი დრო, ფრედ, 1-1 დასრულდა, „ლანჩხუთელებმა“ დამატებით დროში, ორი გოლის გატანა მოახერხეს და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ნახევარფინალში, რომელიც 8 მარტს გაიმართება, „ლანჩხუთი“, თბილისში, „ნიკეს“ დაუპირისპირდება. ამავე დღეს, ზუგდიდში, მეგრული დერბი შედგება, სადაც ადგილობრივი „ფენიქსი“, რომელიც ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელია, ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.
„ნორჩი დინამო“ – „ლანჩხუთი“ 1:3 (ძირითადი დრო 1:1)
 „ნორჩი დინამო“: სალომე ხაჭაპურიძე, ნინო ჯგუფშია, ჟუჟუნა ხმელიძე, ანა მოზაიძე, ანა პავლიაშვილი, ელენე კახნიაშვილი, მარიამ მოდრეკილაძე (61’ ანი კვიცარიძე ) მარიამ რომანჩუკი, ანი მინაძე, ლიკა მანუჩარიშვილი, მარიამ ბასილაძე.
„ლანჩხუთი“: თათია გაბუნია, მეგი გოცირიძე (67’ ნინო გუჯაბიძე), მარიამ კალანდაძე, სოფო ნარსია, ია ალელიშვილი, მარიამ დანელია, ანასტასია ბოლქვაძე (114’ მარიამ კაპანაძე),  ნათია წოწერია (51’ თეონა თოდაძე), ირინა ხაბურზანია, ეთერ სულაშვილი, ხატია ჭყონია.
გოლები: მარიამ რომანჩუკი (6),  მარიამ კალანდაძე (54), სოფო ნარსია (95), თეონა თოდაძე (111).
მსაჯები: ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ელენე ელოშვილი.