კვარაცხელიას პირველი მატჩი და მარცხი ჩემპიონთან

0
15

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე წელს ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. რუსეთის საფეხბურთო პრემიერ ლიგა განახლდა და ყაზანის „რუბინი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარემარბი გამოდის სტუმრად სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ 2:3 დამარცხდა.
კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. „ზენიტმა“ გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაიტანა. „რუბინი“ 22 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „რუბინის“ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ლეგიონერების განწყობაზე ჰკითხეს და ასევე დაინტერესდნენ რომელიმე მათგანი გუნდის დატოვებას ხომ არ აპირებს.
სლუცკიმ ასეთი პასუხი გასცა: „პირველ დღეს შევიკრიბეთ, ამ თემაზე ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ ვიდრე სიტუაცია ამის საშუალებას გვაძლევს ერთად ვართ. მეტი ამ თემაზე აღარ გვისაუბრია“.