გოგა ბითაძის 11 ქულა

0
32

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერზმა“ ნბა-ს რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში გასვლაზე აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ “ორლანდოსთან” დამარცხდა – 103:119.
ინდიანაპოლისელთა ქართველმა მეფარემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 21 სათამაშო წუთი გაატარა. გოგას აქტივში 11 ქულა, 3 მოხსნა, ორ-ორი შედეგიანი გადაცემა და  დაფარება ჰქონდა. ბითაძემ ორივე ორქულიანი ჩააგდო, სამიდან ორი სამქულიანი სათანადოდ გამოიყენა, ორი საჯარიმოდან კი ერთის რეალიზაცია მოახერხა.
„პეისერზი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მეცამეტეა, და მომდევნო მატჩს კი 3 მარტს, კვლავ „ორლანდოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. “ინდიანა” ამჯერადაც საგარეოდ იასპარეზებს.