ფიფამ რუსეთი დასაჯა

0
10

ფიფამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ოკუპანტ ქვეყანას სანქციები დაუწესა. ფიფას ვებგვერდის ინფორმაციით, რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრების მატჩების დროს ამ ქვეყნის დროშა არ აღიმართება და არც ჰიმნი გაიჟღერებს. გარდა ამისა, რუსეთის ნაკრებს საერთაშორისო დორზე ამიერიდან „რუსეთის საფეხბურთო კავშირის ნაკრებად“ მოიხსენიენებნ. ამასთანავე, რუსეთის ტერიტორიაზე არცერთი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი არ ჩატარდება. რუსეთის ნაკრები მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე მაყურებელების გარეშე ჩაატარებს.
ფიფაში არ გამორიცხავენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის ნაკრები ყველა ტურნირიდან მოკვეთონ.
„ჩვენ მუდმივ დიალოგში ვართ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, უეფასთან და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ დამატებითი ზომები ან სანქციები, მათ შორის შეჯიბრებებიდან შესაძლო მოკვეთის თაობაზე, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ თუ ვითარება სწრაფად არ გაუმჯობესდება. ფიფა ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა“ – იუწყება ფიფას პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიოატის პლეი-ოფის ნახევარფინალში პოლონეთის ნაკრებმა რუსეთთან თამაშზე უარი თქვა. ასევე, რუსებთან შეხვედრა ფინალში მათ პოტენციურ მეტოქეებს შვედეთსა და ჩეხეთსაც არ სურთ.