ნორვეგიამ და უელსმა რუსეთთან თამაშზე უარი თქვა

0
3

ნორვეგიის ეროვნული გუნდი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის ნაკრებთან თამაშს არ აპირებს.
„ჩვენ სავსებით სოლიდარულები ვართ შვედეთს, პოლონეთის და ჩეხეთის – რუსეთთან მატჩების ჩატარება უადგილოა“ – განაცხადა ნორვეგიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ტერიე სვენდსენმა.
ანალოგიური განცხადება უელსის საფეხბურთო ასოციაციამ გააკეთა:
„უელსის საფეხბურთო ასოციაცია სოლიდარულია უკრაინასთან, ძალიან დამწუხრებული და შოკირებულია ამ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოეს მომავალში არცერთ ტურნირში რუსეთთან საერთაშორისო მატჩს არ ჩავატარებთ“.
მანამდე, რუსეთთან თამაში შვედეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, ინგლისმა და ალბანეთმა იუარეს.