ლოჩოშვილი სამაგალითოდ მოიქცა და ავსტრიული მედიის ყურადღების ცენტრშია

0
14

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიის მასსმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე ისაა, რომ ბუნდესლიგის 21-ე ტურში სტუმრად ვენის „აუსტრიასთან“ წაგებულ შეხვედრაში მან მეტოქის სიცოცხლე იხსნა.
შეხვედრის 90-ე წუთზე მასპინძელ ფეხბურთელ გეორგ ტაიგლს თავში ნიკოლას ვერანგიჩის მუხლი მოხვდა და მოედანზე უგონოდ დაეცა. მასთან სასწრაფოდ საქართველოს ნაკრების მცველმა მიირბინა, გვერდზე გადააბრუნა და ენა დაუჭირა, რომ არ გადაეყლაპა. ამის შემდეგ ტაიგლთან სამედიცინო პერსონალიც მივიდა და გონზე მოიყვანეს.
მატჩის შემდეგ ლოჩოშვილმა, რომელიც ერთი პერიოდი კიევის „დინამო 2“-ში ირიცხებოდა, უკრაინისადმი მხარდაჭერა მაისურზე წარწერით გამოხატა.
„არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბევრ განცხადებას აკეთებს, მაგრამ ბევრ მხარდაჭერასვგრძნობ და მთავარია, რომ ტაიგლი გადარჩა და თავს კარგად გრძნობს. მას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინაში ეს საშინელება ხდება.
მე ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში და ახლა მათ ძალიან უჭირთ. მინდა მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო” – დაწერა ლოჩოშვილმა სოციალურ ქსელში.