„ლივერპულის“ რეკორდი ინგლისის ლიგის თასზე

0
3

„ლივერპულმა“ ინგლისის ლიგის თასი მეცხრედ მოიგო, რაც რეკორდია. „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის „უემბლიზე“ გამართული ფინალის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაშ მერსისაიდელებმა 11:10 გაიმარჯვეს.
„ლივერპული“ ლიგის თასს მეცხრედ დაუეფლა. „მანჩესტერ სიტიმ“ ნახსენები ჯილდო 8-ჯერ მოიგო, ხოლო „ჩელსიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ასტონ ვილამ“ თასი 5-5-ჯერ აღმართეს.
„ლივერპულის“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, რომელიც ინგლისში 2015 წლიდან მუშაობს, კარიერაში მე-10 ტიტული მოიპოვა. მან დორტმუნდის „ბორუსიაში“ ორჯერ ბუნდესლიგაში გაიმარჯვა, ერთხელ გერმანიის თასი მოიპობა, ხოლო ორჯერ – სუპერთასი.
მან „ლივერპულთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაში, უეფას სუპერთასზე, ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ წელს „ლივერპულს“ ყველა ტურნირში ჩატარებული 13 მატჩიდან არცერთი წაუგია.