ხოჭოლავამ “კოპენჰაგენის” სასტარტოში ადგილი დაკარგა

0
3

დავით ხოჭოლავამ დანიის “კოპენჰაგენის” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. დანიის სუპერლიგის განახლების შემდეგ მეორე ტური ჩატარდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს ჯერ არ უთამაშია.
მე-19 ტურში “კოპენჰაგენი” სტუმრად “ვიბორგს” შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. 30-ე წუთზე ანგარიში ვავრომ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე თავი იორგენსენმა გამოიჩინა. ხოჭოლავა განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მხარდაჭერა უკრაინას გამოუცხადეს, სადაც რუსეთის არმია შეიჭრა.
“კოპენჰაგენი” 39 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.