ქეცბაიამ და ლორიამ ლიდერთან თამაში შემოატრიალეს

0
11

თემურ ქეცბაია გავრთნილმა “ანორთოსისმა”, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს, წაუგებელი სერია გაახანგრძლივა. კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში ფამაგუსტელები სტუმრად ლიდერ “აპოლონს” შეხვდნენ, სადაც გარემარბი რევაზ ინჯგია გამოდის და ქულა აიღეს. მასპინძლები მე-4 წუთზე ალბანისმა დააწინაურა, ხოლო ექვ წუთში დიგუნიმ სტუმართა კარი მეორედ აიღო. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ხრისტოფიმ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამე შეამცირა. მეორე ტაიმის განახლებიდან 6 წუთში მასპინძლების კარი ხრისტოდოლოპულოსმა აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ინჯგიას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა აკმარეს. ქეცბაიას გუნდს გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე “ანორთოსისის” მოთამაშის დარტყმული პენალტი მასპინძლების მეკარემ მოიგერია.
“აპოლონი” 46 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს, “ანორთოსისი” კი, 38 ქულით მეოთხეა. ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ 11 შეხვედრა არ წაუგია.