„ლიდსმა“ ბიელსა დაითხოვა

0
6

საფეხბურთო კლუბის „ლიდსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მარსელო ბიელსა დაითხოვეს. ლიდსელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინელ სპეციალისტსს გამოსათხოვარ ცერემონიას მოუწყობენ. „ლიდსი“ მის შემცვლელად „ლაიფციგის“ ექსთავკაც ჯესი მარშს განიხილავს, რომელსაც 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.
„ლიდსმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 შეხვედრა წააგო – 17 გოლი გაუშვა და 2 გაიტანა. გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ბიელსა „ლიდსს“ 2018 წლიდან წვრთნიდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2020 წელს პრემიერ ლიგაში დააბრუნა.