გიორბელიძე მეორედ სასტარტოში, კაშიას და კანკავას თანადგომა უკრაინას

0
12

გურამ გიორბელიძე მიმდინარე სეზონში დრეზდენის „დინამოს“ სასტარტოში მეორედ მოხვდა. გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში დრეზდენელებმა გათამაშების ლიდერი „დარმშტადტი“ მიიღო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გიორბელიძე სასტარტოში იყო და მე-14 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 78-ე წუთზე შეცვალეს. მან დრეზდენელთა შემადგენლობაში მე-10 შეხვედრა ჩაატარა და სასტარტოში 26 ნოემბრის შემდეგ პირველად მოხვდა. „დინამო“ 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ბრატისლავას “სლოვანმა” უშუალო კონკურენტ ტრნავის “სპარტაკს” უმასპინძლა და მხოლოდ ქულა აიღო – 0:0. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდში მცველმა გურამ კაშიამ და ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. ქართველმა ლეგიონერებმა უკრაინისადმი მხარდაჭერა მაისურებზე წარწერით გამოხატესს. “სლოვანი” 53 ქულით 12-გუნდიანი გათამაშების ლიდერია.