“დინამომ” კაპიტნის ფონდი დააფუძნა

0
5
ოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დინამო თბილისმა ფეხბურთელებთან ერთად “კაპიტნის ფონდი” დაარსა. აღნიშნული ფონდის მთავარი მიზანი, მთელი წლის განმავლობაში ქალაქ თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სახის სოციალური აქტივობების განხორციელება იქნება. ამ გზით ჩვენს კლუბს სურს, აქტიურად ჩაერთოს ქალაქის სოციალურ ცხოვრებაში და მხარი დაუჭიროს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დინამოს გულშემატკივრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სოციალურ ქსელში თბილისური კლუბის კაპიტანმა გიორგი პაპავამ მიმართა:
“მსურს იმ ინიციატივის შესახებ მოგახსენოთ, რომელიც ჩვენი ფეხბურთელებისა და კლუბის საერთო იდეას წარმოადგენს. 2022 წლიდან ჩვენი საერთო გადაწყვეტილებით დაარსდება “კაპიტნის ფონდი”, სადაც შეგროვილი თანხით მთელი წლის განმავლობაში დინამო თბილისი სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს განახორციელებს. ​​დინამო თბილისის განუყოფელია ნაწილია და ამ ნაბიჯით გვსურს, უფრო აქტიურად ჩავერთოთ ჩვენი ქალაქის სოციალურ ცხოვრებაში. ​მხოლოდ დინამო, მხოლოდ თბილისი!”.