ქვილითაიას მესამე დუბლი კვიპროსში და მხარდაჭერა უკრაინას

0
15

გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მესამე დუბლი შეასრულა. აპოელი, სადაც საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი გამოდის სტუმრად „ომონიას“ შეხვდა და 4:2 დაამარცხა.
მატჩის მე-19 წუთზე ქვილითაიამ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა მოედნის ცენტრიდან ბურთიანად ირბინა, ხოლო მეტოქის საჯარიმოი შესულმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. მან გოლის გატანა თანაგუნდელებთან ერთად უკრაინული დროშა ააფრიალა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში დე ვინსენტიმ მასპინძლები კიდევ ერთხელ დაამწუხრა. 55-ე წუთზე ქვილითაიამ პენალტიდან დუბლი მიითვალა. 59-ე წუთზე დისკერუდმა ერთი ბურთი გაქვითა. 69-ე წუთზე ლუკას სოუზას დარტყმის შემდეგ ანგარიში 4:1 გახდა. 79-ე წუთზე კაკულისმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა.
ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა და 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა სამეულშია სადიკთან და ტრიცჰკოვსკისსთან ერთად, რომლებმაც მეტოქეთა კარი ასევე 10-10-ჯერ აიღეს. ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი აპოელის განაცხადში არ იყვნენ. აპოელი 39 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.