„დინამომ“ სეზონის პირველი „კლასიკო“ მოიგო

0
13

საქართველო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე სეზონის პირველ სათამაშო დღეს ქართულ „კლასიკოდ“ მონათლულ თბილისის „დინამოს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება შედგა.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა „დინამომ“ აშკარდ აჯობა გია ცეცაძის დამოძღვრილ ქუთაისელებს. შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდმა ბანერით მხარი დაუჭირა უკრაინას, სადაც რუსეთის არმია შეიჭრა. ამასთანავე „დინამოს“ ყოფილი ფოტოგრაფის მძიმე სენით გარდაცვლილი ბადრი კეთილაძის მეუღლეს და ქალიშვილს გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ 10-ნომრიანი მაისური სიმბოლურად გადასცა.
„დინამოს“ ანგარიშის გახსნა მე-3 წუთზე შეეძლო, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკის ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან ბილენკიმ თავით დაარტყა და მიზანს მცირე მანძილით ააცილა. 29-ე წუთზე, „დინამოს“ კონტრშეტევის დროს ანტილევსკის გადაცემის მერე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბილენკიმ კარგად გაატარა ბურთი, რომელიც ოსეი ბარნსმა და ძელს მოახვედრა, ხოლო გიორგი მოისწრაფიშვილმა ახლო მანძილიდან დაამატა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ორ წუთში ოსეი ბარნსმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის კართან ჩააწოდა, სადაც ყველას ბილენკიმ დაასწრო და ვარდნაში გოლი გაიტანა – 2:0.
მე-2 ტაიმის დასაწყისში მეტოქე ფეხბურთელს გასცდა და საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა – სტუმრები გოლი გაშვებიგან ზედა ძელმა „გადაარჩინა“.
65-ე წუთზე მოიწრაფიშვილმა კუთხური ჩააწოდა და ტოგოელმა მცველმა ბენიომ ნადარაიასთან ორთაბრძოლაში ბურთი კარში გადაგზავნა – 3:0.
მთავარ მსაჯ გიორგი ყრუაშვილის მიერ მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე უსმანე კამარამ საჯარიმოს ფარგლებს გარედან დარტყმით ეფექტური გოლი მიითვალა – 4:0.
აქვე გეტყვით, რომ “ტორპედოს” განაცხადში გიორგი არაბიძე არ იყო, რომელსაც კოჭის ტრავმა აქვს.
თბილისელები მე-2 ტურში 4 მარტს სტუმრად ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდებიან.