„დილას“ სამქულიანი სტარტი, ვაწაძის დებიუტი “გაგრაში”

0
22

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. უკრაინელი ანდრე შევჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა ქართული ფეხბურთის ელიტაში შარშან დაბრუნებული „გაგრა“ მიიღო, რომელსაც გაგა კირკიტაძე თავკაცობს და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
მასპინძლებიდან ანგარიში მე-6 წუთზე თორნიკე კაპანაძემ გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა და ბექა ქურდაძის დაგვიანებულმა ნახტომმმა სტუმრები გოლის გაშვებისგან ვერ იხსნა – 1:0.
26-ე წუთზე თავი გორელთა კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ გამოიჩინა, როდესაც მარცხნიდან ბრაზილიელი ვანდერსონ სილვას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთი თავით ადგილი მეტოქის კარში მიუჩინა- 2:0.
58-ე წუთზე გაგრელთა რიგებში შეცვლაზე ფორვარდი მათე ვაწაძე შევიდა, რომელიც გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
72-ე წუთზე, „გაგრას“ შეტევის დროს მარცხენა ფლანგიდან გიორგი ქობულაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც გიორგი ბუხაიძემ მაღალ ნახტომში მეტოქეს აჯობა და თავით გაიტანა – 2:1.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გასული სეზონის ბრინჯაოს მედლების მფლობელმა სეზონი სამი ქულით დაიწყო.
“მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნებული ლაშა ჭაღიაშვილის თავკაცობით “თელავს” უმასპინლა, რომლის დამრიგებლი რანგში პირველი ოფიციალური მატჩი გიორგი ჭელიძემ ჩაატარა. სტუმრებმა ლაშა კოხრეიძის მიერ 47-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს.