გუგეშაშვილი მეორედ სასტარტოში „მარსელთან“, „ყარაბაღი“ 1/8-ფინალს მიღმა

0
12

აგდამის „ყარაბაღი“, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში ვერ გავიდა. აზერბაიჯანელებმა 1/8-ფინალში მოსახვედრი პირველი შეხვედრა სტუმრად ფრანგულ „მარსელთან“ 1:3 წააგეს, ხოლო შინ 0:3 დამარცხდნენ. ქართველი მეკარე პირველი მატჩის მსგავსად ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო.
შეხვედრის მე-12 წუთზე ანგარიში პაპე გუიემ გახსნა, როდესაც გოლი მახვილი კუთხიდან გაიტანა. ამ ეპიზოდში გუგეშაშვილი როგორც იტყვიან „კარი დაკარგა“ და გაშვებულ გოლში მისი წვლილიცაა. ცოტა ხანში “მარსელის” კარში ვაჯიმ გოლი ხელით გაიტანა. მსაჯმა ეს ეპიზოდი ვერ შემაჩნია და ბურთი ჩათვალა, მაგრამ შემდეგ თავად ვაჯიმ და “ყარაბაღის” მწვრთნელმა თამაშის წესის დარღვევა აღიარეს, რის გამო, გოლი გაუქმდა.
77-ე წუთზე აგდამელთა კარი გენდუზიმ აიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ყარაბაღის“ კარი ლა ფუენტემ აიღო.