ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში ჩატარდება

0
18

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება.
უეფას პრესსამსახურის ინფორმაციით ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. მომავალი მატჩი 28 მაისს „სტად დე ფრანსზე“ ჩატარდება, სადაც 80698 გულშემატკივარი ეტევა.
უეფამ ფინალის მასპინძელი ქალაქი მას შემდეგ შეცვალა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
აღმასკომის სხდომაზე აგრეთვე გადაწყდა, რომ: უკრაინული და რუსული კლუბები, ასევე ამ ქვეყნების ნაკრებები უეფას ეგიდით ჩასატარებელ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მინდვრებზე ჩაატარებენ.
“სტად დე ფრანსმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალს ორჯერ უმასპინძლა – 2000 წელს “რეალმა” “ვალენსია” 3:0 დაამარცხა, ხოლო 2006 წელს “არსენალმა” “ბარსელონას” 2:1 სძლია.