წულუკიძე რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშებს

0
19

ლუკა წულუკიძე კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგის ბინადარ ეკატერინბურგის „ურალში“ განაგრძობს. რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 18 წლის ნახევარმცველი ახალ გუნდში 17 ნომრიან მაისურს მოირგებს. წულუკიძე თბილისის „საბურთალოს“ აღზრდილია და გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთი მატჩი შეცვლაზე ითამაშა. ის საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია და ცოტა ხნის წინ სტუმრად ისრაელთან (3:2) მოგებულ ამხანაგურ მატჩში ჰეთ-თრიქი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ „ურალში“ ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე გამოდისს, რომელიც მოსკოვის „დინამომ“ ეკატერინბურგულ კლუბში მიმდინარე სეზონის წინ გაანათხოვრა.