რალფ რანგნიკი: „პირველ ტაიმში ჩვენი თამაშით იმედგაცრუებული ვარ“

0
11

რალფ რანგნიკისთვის დაუჯერებელია ისე თამაში, როგორიც მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდში „ატლეტიკოსთან“ პირველ მატჩში აჩვენა. მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ 1:1 დასრულებული შეხვედრის მერე განაცხადა. შეხვედრის მე-7 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ჟოაო ფელიქსმა გახსნა, ხოლო ელანგამ საპასუხო ბურთი მე-80 წუთზე გაიტანა. 19 წლის ელანგა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბუთელია, რომელმაც პლეი-ოფში გოლი გაიტანა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 500 გოლია. ამ გუნდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “რეალს”, “ბაიერნს” და “ბარსელონას” აქვთ.
„არ ვიცი მატჩი მე გადავარჩინე თუ არა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ მეჩვენებოდა, რომ თამაში შესაძლოა მხოლოდ გაუმჯობესდეს. ჩემთვის დაუჯერებელია ისე თამაში, როგორც პირველ ტაიმში ჩვენ ვთამაშობდით – საკუთარი თავის არ გვჯეროდა, აგრესიულები არ ვიყავით და პრობლემები ამის გამო შეგვექმნა.
მეორე ტაიმში უკეთესად ვიასპარეზეთ, ბურთს უფრო ხშირად ვფლობდით იმ ზონებში სადაც ეს მნიშვნელოვანი იყო და კიდევ 10 წუთი რომ გვქონოდა გავიმარჯვებდით.
პირველ ტაიმში უკეთესად უნდა გვეთამაშა. მე შესვენებამდ ჩვენი გამოსვლით უბრალოდ იმედგაცრუებული ვიყავი. მხოლოდ ჩვენს ნახევარზე ვთამაშობდით და ასეთ შემთხვევაში „ატლეტიკოს“ დონის მეტოქესთან პრობლემები შეგექმნება. არადა, ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს გოლის გატანის შემთხვევაში გავაკეთეთ. საპასუხო შეხვედრა სულ სხვა იქნება, რადგან 75000 ფანის წინაშე ვითამაშებთ და უფრო დამაჯერებლად ვიმოქმედებთ“ – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა BT Sport-სი ეთერით. სხვათა შორის, რანგნიკი “მანჩესტერის” პირველი მწვრთნელია, რომელმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი საწყისი 2 მატჩი ვერ მოიგო. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 15 მარტს გაიმართება.