მიქაუტაძის გუნდმა ზედიზედ მესამედ წააგო

0
23

„სერენმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. 28-ე ტურში სერენელები სტუმრად „გენტს“ დაუპირისპირდნენ და თავის კარში 4 უპასუხო ბურთი მიიღეს. მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებიდან მე-15 წუთზე ანგარიში დეპუატრმა გახსნა. მე-20 წუთზე  მეორე გოლი ტისუდალმა გაიტანა, რომელმაც სამ წუთში დუბლი შეასრულა. 46-ე წუთზე სტუმართა კარი სამოისემ აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 22 თამაშში 8 გოლი გაიტანა. მან ბოლოს თავი 26 იანვარს შინ „ბეერსხოტთან“ (2:1) მოგებულ მატჩში გამოიჩინა. „სერენი“ 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.