ერიკ ტენ ჰაგი: „ასეთი მატჩის შემდეგ გაორებული შეგრძნება მაქვს“

0
15

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად ლისაბონის „ბენფიკასთან“ ჩატარებული პირველი მატჩის (2:2) შემდეგ გაორებული შეგრძნება დარჩა. განვლილი შეხვედრის მე-18 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში დუშან ტადიჩმა გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე „აიაქსის“ თავდამსხმელმა ალერმა გოლი თავის კარში გაიტანა. მან 29-ე წუთზე უკვე „ბენფიკას“ კარი აიღო, ხოლო 72-ე წუთზე თავი იარემჩუკმა გამოიჩინა. ალერი 11 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. „აიაქსის“ მცველი დეილი ბლინდი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 43 მატჩით კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
„ასეთი მატჩის შემდეგ გაორებული შეგრძნება მაქვს. ერთის მხრივ კარგი შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ მეორე მხრივ გამარჯვება ხელიდან გავუშვით. ორი-სამი კარგი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ალვარესს, გრავენბერხსა და ანტონის გატანა შეეძლოთ, მაგრამ საბოლოოდ გოლი კონტრშეტევის შემდეგ გავუშვით. „ბენფიკას“ მიერ გატანილი მეორე ბურთის თავიდან აცილება შეგვეძლო“ – ციტირებს ნიდერლანდელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
მ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 15 მარტს ჩატარდება.