საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი მოგება მაკედონიასთან

0
27

ბერძენი სპეციალისტის ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩი ჩაატარა და მეორე გამარჯვება მოიპოვა – ჩვენებმა ჩრდილოეთ მაკედონიას დამაჯერებლად, 91:70 სძლიეს.
საქართველოს ნაკრებმა ოთხიდან სამ პერიოდში აშაკარად აჯობა, ბოლო მეოთხედი კი ფრედ დასრულდა. უმთავრესო კი ისაა, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური კალათბურთი ითამაშა – ხუთმა კალათბურთელმა შეძლო გუნდისთვის მინიმუმ 10 ქულის შეძენა, ქულები კი მოედანზე გასულთაგან თითქმის ყველამ დააგროვა.
ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი იყო, რომელმაც 26 ქულა მიითვალა, გარდა ამისა, ნატურალიზებულმა ამერიკელმა 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველი ცენტრის აქტივში 20 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი იყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.

დუდა სანაძის აქტივში 11 ქულაა, 12 ქულით დაასრულა თამაში კახა ჯინჭარაძემ, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა 10 ქულა მოიპოვა. ამ უკანასკნელმა სამი ჩაჭრაც მიითვალა.
საქართველოს ნაკრებს სამი თამაშიდან ორი მოიგო, მომდევნო შეხვედრას კი 27 თებერვალს, სტუმრად კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია 91:70 (24:18, 22:13, 22:16, 23:23)