თომას ტუხელი: „ნულზე“ კიდევ ერთი მატჩი სავსებით დამსახურებულად მოვიგეთ“

0
12

თომას ტუხელს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა მორიგი თამაში გოლის გაუშვებლად დამსახურებულად მოიგო. მან ამის თაობაზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ საფრანგეთოს „ლილთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა. ლონდონელებიდან მე-8 წუთზე ანგარიში კაი ჰავერცმა გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. „ჩელსიმ“ ყველა ტურნირში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო – 10 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.
„ნულზე“ კიდევ ერთი მატჩი სავსებით დამსახურებულად მოვიგეთ. „ლილის“ „ჩახურვა“ იოლი არ იყო, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და მეტოქის კარის აღების სერიოზული შანსი არ მივეცით. საერთო ჯამში საიმედოდ გამოვიყურებოდით.
შესვენებაზე თამაშის სტრუქტურა შევცვალეთ და 5 მოთამაშისგან „ბლოკი“ შევქმენით. ამის შემდეგ მომენტები გვქონდა, გოლები გავიტანეთ, მაგრამ მერე პასიურები გავხდით და უკან დავიხიეთ, რის გამო მცირე პრობლემები შეგვექმნა.
კანტეს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მას ბოლო მატჩებში თავდაჯერება და ინტენსიურობა არ ჰყოფნიდა, მაგრამ დღეს წინ ნაბიჯი გადადგა. თავად ნახეთ როდესაც ფორმაშია თამაშზე როგორი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 16 მარტს ლილში ჩატარდება.