“საბურთალოს” ჩემპიონატის სტარტზე არასოდეს წაუგია

0
15

რამდენიმე დღეც და თბილისის “საბურთალო” უძლიერესთა რიგებში მერვე სეზონს დაიწყებს. მართალია, “საბურთალო” პატარა ისტორიის მქონე კლუბია, თუმცა მოკლე პერიოდში უკვე მოახერხა 4 ტიტულის მოგება (2018 ეროვნული ლიგა, 2019 დავით ყიფიანის სახელობის თასი, 2020 სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი, 2021 დავით ყიფიანის სახელობის თასი).
“საბურთალო” 1999 წელს დაარსდა, თუმცა ეროვნულ პირველობაზე თამაში 2013-2014 წლების სეზონიდან, მაშინდელ პირველ ლიგაში დაიწყო. 2014-2015 წლებში კი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით უმაღლეს ლიგაში აღზევდა. მსგავსი ფაქტი საქართველოში არ მომხდარა, როდესაც თავისი გაზრდილი 16-17 წლის ფეხბურთელებით გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასულიყო.
2015 წლიდან მოყოლებული, როგორც უკვე ზემოთ გითხარით, წლეულს “საბურთალო” მერვე სეზონს ატარებს. საინტერესო ფაქტია ის, რომ ჩემპიონატის სტარტზე ჩვენი კლუბი ყველა მატჩს იგებს – 7 მცდელობიდან შვიდივე გამარჯვება! სტატისტიკისთვის გეტყვით იმასაც, რომ შვიდი ჩატარებული მატჩიდან ხშირად მომხდარა, როდესაც “საბურთალოს” პირველი გოლი საკუთარ კარში მიუღია, თუმცა შემდეგ მატჩი მის სასარგებლოდ მორჩენილა. ასევე, ჩემპიონატის პირველ ტურში რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ კლუბს გამარჯვება მატჩის ბოლო წუთებზე მოუპოვებია.
ქვემოთ, ყველა სეზონის პირველ მატჩსა და მეგოლეებს გაგაცნობთ:

13 აგვისტო. “მიხეილ მესხი”-2. 2015 წელი
ცხინვალი – საბურთალო 1:2
გოლები: 1:0 ცაცკრიალაშვილი (45), 1:1 გოშთელიანი (60), 1:2 ხარაიშვილი (87, პენ)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

7 აგვისტო. “თ. სტეფანია”. 2016 წელი
სიონი – საბურთალო 1:2
გოლები: 0:1 ხუანფრი (36), 1:1 ვოლკოვი (38), 1:2 ტერა (50)
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო

5 მარტი. “მიხეილ მესხი”. 2017 წელი
საბურთალო – ტორპედო 1:0
გოლი: კოხრეიძე (90+3)
მწვრთნელი:გიორგი ჭიაბრიშვილი

5 მარტი. “მიხეილ მესხი”. 2018 წელი
საბურთალო – სიონი 3:1
გოლები: 0:1 სიხარულია (16), 1:1 გრიგალაშვილი (56), 2:1 ვოლკოვი (80), 3:1 ვოლკოვი (90+2)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

1 მარტი. “მიხეილ მესხი”. 2019 წელი
საბურთალო – დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 როლოვიჩი (85)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

1 მარტი. “მიხეილ მესხი”. 2020 წელი
საბურთალო – ჩიხურა 2:1
გოლები: 0:1 კორიფაძე (24), 1:1 ტაბატაძე (43), 2:1 გაბედავა (74)
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

1 მარტი. “მიხეილ მესხი”. 2021 წელი
საბურთალო – ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 ჯგერენაია (38), 2:0 გოჩოლეიშვილი (90)
მწვრთნელი.ლევან კორღალიძე