მასიმილიანო ალეგრი: „„ვილიარეალსაც“ არ სჯეროდა თუ როგორი საჩუქარი გავუკეთეთ“

0
15

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრის თქმით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ თავისი გუნდის სჯერა, რადგან საპასუხო მატჩისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდებათ.
მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ესპანეთში ადგილობრივ „ვილიარეალთან“ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ტურინელები 32-ე წუთზე ვლახოვიჩმა წინ გაიყვანა, ხოლო პარეზომ ანგარიში 66-ე წუთზე გაათანაბრა. “იუვენტუსმა” ყველა ტურნირში ზედიზედ 3 თამაში 1:1 დაასრულა, ხოლო 5 წელიწადია ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ თამაშს ვერ იგებს.
„გოლის გაშვების დროს უხეში შეცდომა დავუშვით. საუცხოოდ ვიცოდით მეტოქე რას გააკეთებდა, მაგრამ მაინც გავატანინეთ. საერთო ჯამში გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა. ასევე, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, როდესაც კარგი კონტრშეტევების დროს თამაშგარეში მოვხვდით. საერთო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ვლახოვიჩმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ისეთ მცველთან დაპირისპირება როგორიც ალბიოლია ყოველთვის ძნელია. „ვილიარეალს“ გამოცდილი და ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს. რა თქმა უნდა 3:0 გამარჯვება გვსურდა, მაგრამ დამიჯერეთ ეს იოლი არაა. მეორე ტაიმში ჩვენი პრესინგი ცოტა არასაკმარისი იყო და „ვილიარეალმა“ ამისთვის გვაზღვევინა.
ირონია ისაა, რომ გოლი იმ მომენტში გავუშვით, როდესაც თამაშს კომფორტულად ვაკონტროლებდით. როდესაც დავიღალეთ პრობლემები შეგვექმნა. გაშვებული გოლი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო იმ კუთხით, რომ „ვილიარეალსაც“ არ სჯეროდა თუ როგორი საჩუქარი გავუკეთეთ. გადაწყვეტილი არაფერია, მაგრა, ჩემი გუნდის მჯერა, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მწყობრში ჩადგება და დაგვიბრუნდება“-ციტირებს იტალიელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.